Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დიდი ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დიდი ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაღიანაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრებმა გიორგი ზმოიანმა, სერგეი ადუმიანმა, მაკსიმ პოდოსიანმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა ხორენ ავეტისიანმა, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები