Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

თბილისში ახალი ჯარიმა წესდება – დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება

GUARDIANGE-ის არქივის ფოტოზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.

„მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟება, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები