Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

საქართველოს სახალხო დამცველმა არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების მასწავლებელთა პრობლემების შესახებ განათლების სამინისტროს მიმართა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის სომხურენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგები, 2023 წლის 18 სექტემბერი (შენიშვნა: საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE აღნიშნული ფოტოს გამოყენებით არ გულისხმობს, რომ იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელს შორის, რომელთაც სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს, დიდი სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგებიც არიან)

საქართველოს სახალხო დამცველმა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებელთა კარიერული ზრდის მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეთნიკურ უმცირესობათა განათლების პოლიტიკის ერთიანობის და თანმიმდევრულობის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფომ ამ მიმართულებით ეტაპობრივად მოქმედებები გაატაროს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს:

სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით და მათზე საპასუხოდ, განიხილოს პროფესიული განვითარების სქემა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაგეგმოს აქტივობები, რომლებიც დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსების ცვლის შესაძლებლობას;

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, გააფართოოს პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში და დანერგოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსი თაობის საჭიროებებზე მორგებული სწავლების კომპონენტები.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები