Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა – ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 9.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ აშშ დოლარია და 14.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 979.3 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 2 401.5 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 2 046.3 მლნ აშშ დოლარით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები