შალვა ნათელაშვილი: თუ ვინმე მკითხავს, როგორი იქნება უკანასკნელი ქართველი (უვარგისობის გაგებით) სამყაროს აღსასრულს, მე მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამიას პორტრეტი წარმომიდგება თვალწინ
„თუ ვინმე მკითხავს, როგორი იქნება უკანასკნელი ქართველი (უვარგისობის გაგებით) სამყაროს აღსასრულს, მე მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამიას პორტრეტი წარმომიდგება თვალწინ. ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე წლებია ჩვენი ხსენება სასტიკად აკრძალულია ივანიშვილის „იმედზე“ და გვარამიას „მთავარ არხზე“. ვნახოთ, რას მოიგებს ეს ბატონი ამით. საქართველოს რომ აკლდება მართალი სიტყვა ჩვენი ამოგდებით ამ აღვირახსნილი სუპერ-ლიბერალური არხიდან, ფაქტია“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.