GUARDIANGE – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში ჰუსიტი მეამბოხეების სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს. დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან განხორციელდა.
დარტყმების შესახებ იუწყებიან დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტში ჰუდეიდაში, დამარში და ჰუსიტების ჩრდილო-დასავლეთ ციხე-სიმაგრე საადაში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ თავდასხმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ ნოემბრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია.
„საჭიროების შემთხვევაშიარ მოვერიდები, მივმართო შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადების დასაცავად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები „აუცილებელი და პროპორციული“ იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ნიდერლანდები, ავსტრალია, კანადა და ბაჰრეინი აშშ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივ მისიას მხარდაჭერას უცხადებენ.
„ჰუტისები“ იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მათ მოკავშირე „ჰამასს“ და სამიზნეში იღებენ ისრაელისკენ მიმავალ გემებს.
ჰუსიტების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფრთხილებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, რომ „მძიმე საფასურს გადაიხდიან“ ამ „აშკარა აგრესიისთვის“.