GUARDIANGE – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობას ტოვებს. იგი პრემიერის პოსტზე ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობდა. მისი გადადგომა წლის ბოლოს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ თავისი მთავარი გუნდის განახლებას უკავშირდება.
გავრცელებულ განცხადებაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ქალბატონმა ბორნმა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში „გამბედაობა, ერთგულება და მონდომება“ აჩვენა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება მის შემცვლელად. ბორნი თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ახალი პრემიერი არ დასახელდება, ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.