Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

„ელჩების კონფერენცია 2023 -ის“ ფარგლებში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს

2023 წლის 26 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა – ახალი შესაძლებლობები ევროინტეგრაციის გზაზე” მონაწილეებმა ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრის ცნობით, მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული შედეგის მისაღებად გაწეული სამუშაოების და მომავალში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, ასევე მიმოიხილეს კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური მნიშვნელობა, პრაქტიკული ასპექტები და ამ გზაზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

შემდგომი პროგრესის მიღწევის მიზნით, ხაზი გაესვა როგორც რეფორმების გატარების, ისე ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული ნაბიჯების შესახებ ადგილსამყოფელი ქვეყნების ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მობილიზაციის აუცილებლობას.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს.

ელჩების კონფერენცია 2023 – ის ფარგლებში მონაწილეები აფასებენ მიმდინარე წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს და მსჯელობენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები