Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

Austrian Airlines-ი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას

ავსტრიის ლიდერი ავიახაზები – Austrian Airlines-ი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას. 

ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს. 

პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. 

Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. „ლუფთჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები