სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. მაშველები -13 გრადუსის ტემპერატურის პირობებში, ყინულოვან ამინდში ატარებენ სამძებრო სამუშაოებს გადარჩენილების საპოვნელად.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ბრძანება გასცა, რომ სრული ძალისხმევით განახორციელონ სამაშველო ღონისძიებები.

რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება და წყალმომარაგება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები