საქართველოს პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს.
კანონის პროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულები.