Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

შალვა ნათელაშვილი: საქართველოში უნდა მოხდეს დემოგრაფიული აფეთქება – პირველ ბავშვზე 10 000, მეორე ბავშვზე 20 000, მესამეზე 30 000, მეხუთეზე 50 000 და ყოველ შემდგომზე 10 000 უნდა დაემატოს

საქართველოში უნდა მოხდეს დემოგრაფიული აფეთქება; უნდა მოხდეს წახალისება შობადობის – პირველ ბავშვზე 10 000, მეორე ბავშვზე 20 000, მესამეზე 30 000, მეხუთეზე 50 000 და ასე, ყოველ შემდგომზე 10 000 უნდა დაემატოს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ბიუჯეტში ფული შემოდის, მაგრამ სამწუხაროდ ის მერე გადადის ივანიშვილის, მამაცაშვილის, კალაძის, ოდიშარიებისა და პარლამენტში მყოფი ე.წ. ბიზნესმენების ანგარიშებზე და ეს ანაგარიშები მთლიანად გადის ოფშორებში და საზღვარგარეთ, რომელსაც ვერავინ ვერ აკონტროლებს ამ ეტაპზე. ერთადერთი ქვეყანა ვართ საქართველო მსოფლიოში ბოლო სამეულში ბურუნდიასა და ბუტანთან ერთად, სადაც კანონით დადგენილი მინიმალური თვიური ხელფასის ზღვარი 20 ლარია. სანამ საათში 10 ლარი არ იქნება დადგენილი, მანამდე აქ საარსებო სივრცე არ იქნება. ბავშვებს ამუშავებენ სუპერმარკეტებში, ქსელებში, ათრევინებენ ყუთებს და აძლევენ 300-400 ლარს და ეს მათ არ ჰყოფნით არც საკვებად, არც ტრანსპორტში, არც ბინისთვის და აღარ არის საუბარი ოჯახის შექმნაზე. სანამ დემოგრაფიული აფეთქება არ იქნება ჩვენთან… როგორ მოხდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ევროპულმა ცივილიზაციამ… ხშირად ამბობენ, რომ ამერიკის ხელა 200-300 წლიანი ჭადარი მიდგას ეზოშიო. აი, როგორც იტყოდა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ნურას უკაცრავად. ამერიკა ეს არის რომის იმპერიის გაგრძელება. რომის იმპერიამ იმ თავისი ცივილიზაციით, იმ თავისი სამოქალაქო კოდექსით, გადაცურა ატლანტიკა და განევრცო ამერიკის კონტინენტზე და როგორ მოხდა ეს გადაცურვა. რომის, აი იმ ცნობილმა პაპმა მე-9, მე-10 საუკუნეებში აკრძალა აბორტი, წავიდა ძალიან დიდი მრავალშვილიანობა ევროპაში, ვეღარ დაეტია მოსახლეობა. ჯერ სცადეს ქრისტეს საფლავის გამოხსნის მოტივით იერუსალიმის აღება და აღმოსავლეთში წამოსვლა განსასახლებლად. აქ უკვე დახვდათ ჩამოყალიბებული ცივილიზაციები და ეს ვერ შეძლეს, მერე დაიწყო გადაცურვა ოკეანისა და ეს ცივილიზაცია განევრცო აი აქეთ და ამ მასშტაბებში.

„საქართველოში უნდა მოხდეს დემოგრაფიული აფეთქება; უნდა მოხდეს წახალისება შობადობის – პირველ ბავშვზე 10 000, მეორე ბავშვზე 20 000, მესამეზე 30 000, მეხუთეზე 50 000 და ასე, 10 000 უნდა დაემატოს… ბავშვს უნდა ჭამა, ჩაცმა-დახურვა, სწავლა, დაოჯახება, ბინა… ასეთი საკითხები უფასოდ არ რეგულირდება. ამას სჭირდება სახელმწიფოდან ამ თანხების გაშვება და ეს თანხები უნდა წავიდეს ამ საქმეებზე და არა იმ საქმეში, ბერას ძმაკაცები, იქ რომ ააშენეს, დასავლეთში, ოზურგეთში დიდი საკონცერტო დარბაზი და ყველა ძმაკაცი დასაქმდა და 5 მილიონი იხარჯება ამაზე მარტო და კალაძის ოჯახის შენახვაზე, 300 მილიონი რომ მიდის ფეხბურთის განვითარებაზე ვითომ და კალაძე და კობიაშვილი რომ იყოფენ და ივანიშვილი რომ მილიარდებს ეზიდება ბიტკოინებიდან დაწყებული ოქროს საბადოთი გაგრძელებული, ჭიათურმარგანეცით დაგვირგვინებული და ფოთისა და ბათუმის პორტებით განივთებული, საიდანაც მილიარდებია დალექილი. აი, ეს ყველაფერი, ეს შემოსავალი აკუმულირებული უნდა იქნას საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ყველა ოჯახზე და ყველა ოჯახი და მოქალაქე უნდა გახდეს ეროვნული სიმდიდრის მეწილე, როგორც არის ნორვეგიაში – სკანდინავიური სოციალიზმის მოდელში. ნორვეგიაში გაზის და ნავთობის საბადოებია და ნორვეგიის ყველა ოჯახი იღებს დივიდენდს იქიდან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები