Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოში ვიზიტად იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები