Friday, November 22, 2024
6.8 C
Tbilisi

გოჩა ჯავახიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის მშვიდობის ფორუმში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. ხვალ პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსიაზე განიხილავენ საქართველოს პოზიტიური როლს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. ხვალ პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაგალითზე იქნება დებატები, განხილვა იმ პოზიტიური როლის, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები