ესპანეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს

საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოში ესპანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდად განისვენოს“, – აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები