მარკო რუბიო: ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მისი სულიერი წინამძღოლობა  და უკვდავი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი წინამძღოლობა  და უკვდავი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს.“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები