აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პიტერ ანდრეოლიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერები სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ოფისის სპეციალურმა თანაშემწემ, ჩარლზ იოკიმ“, – აღნიშნავს ტალიაშვილი.

