ილია მეორის ნათლულებმა სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლულებმა ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას.

ისინი თეთრი ვარდებით მივიდნენ სამების ტაძარში, სადაც ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა. პატრიარქს 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები