სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ამ რთულ დროს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სწრაფ გამოჯანმრთელებას და მხნეობას უსურვებს.

როგორც სამმართველო სოციალურ ქსელში წერს, ილია მეორის საქმიანობა რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესია.

„გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესია“, – წერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები