თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ფოტო ვიდეოკადრიდან

„ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტა. დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის, მობილიზებულია 20 სახანძრო ავტო-ტექნიკა და ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია სრულად, – განაცახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„წინასწარვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო – ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის. სავარაუდოდ ხანძარი რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით, როგორც ადმინისტრაცია გვეუბნება, ეს არის ლიფტის შახტა, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი. შიგნით არავინ არ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, საოფისე ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლოკალიზება და ლიკვიდაციაც შესაბამისად“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი დაახლოებით გამთენიისას გაჩნდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები