ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბაჰრეინში აშშ-ის საჰაერო ბაზა განადგურებულია

GUARDIANGE – ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საჰაერო ბაზა გაანადგურა.

როგორც BBC იტყობინება, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან (IRGC) აფილირებული საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება რაკეტების ტალღა შორეულ სამიზნეებზე.

სააგენტოს მტკიცებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დრონითა და სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბაჰრეინის შეიხ ისას რეგიონში აშშ-ის სამეთაურო და შტაბის შენობის საჰაერო ბაზა განადგურდა და საწვავის ავზების აფეთქება გამოიწვია.

აშშ-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი თავდასხმების შესახებ.

მანამდე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბაჰრეინში, აშშ-ის მიერ მართული საზღვაო ბაზიდან კვამლი ამოდიოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელ მოქალაქეებს ბაჰრეინისა და ახლო აღმოსავლეთის კიდევ ათეულობით ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისაკენ მოუწოდა.

ამასობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებისა და ათობით სოფლის მოსახლეობისთვის „სასწრაფო გაფრთხილება“ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხალხმა თავი უნდა შეიკავოს „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული შენობებთან ყოფნისაგან და რომ ამ შენობებთან ახლოს მყოფი ნებისმიერი ადამიანი რისკის ქვეშაა.

„თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ.

როგორც BBC იტყობინება, გაფრთხილების გაცემისთანავე, ბეირუთის თავზე გამთენიისას ცაზე შავი კვამლის სქელი ღრუბლები ამოდიოდა.

ბოლოს განვითარებული სხვა მოვლენები

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მძვინვარების ფონზე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა ყველა, რომ ქვეყანა „ცეცხლს წაუკიდებს“ ნებისმიერ გემს, რომელიც შეეცდება გაიაროს ჰორმუზის სრუტეში – ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან მარშრუტზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ირანზე „ყველაზე მძიმე დარტყმა“ „ჯერ კიდევ წინ არის“ და დასძინა, რომ ამერიკის „ტაქტიკური ძალისხმევის დეტალებს არ გაამჟღავნებს“.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ელ-რიადში აშშ-ის საელჩოს ორმა დრონმა დაარტყა, რამაც შენობის „შეზღუდული ხანძარი“ და „მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მძვინვარების ფონზე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა ყველა, რომ ქვეყანა „ცეცხლს წაუკიდებს“ ნებისმიერ გემს, რომელიც შეეცდება გაიაროს ჰორმუზის სრუტეში – ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან მარშრუტზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ირანზე „ყველაზე მძიმე დარტყმა“ „ჯერ კიდევ წინ არის“ და დასძინა, რომ ამერიკის „ტაქტიკური ძალისხმევის დეტალებს არ გაამჟღავნებს“.

ამას მოჰყვა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მან ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის შესაჩერებლად „ბოლო, საუკეთესო შანსი“ იყო.

ირანზე თავდასხმის შემდეგ პირველად თეთრ სახლში ამერიკელი გმირებისა და მათი ოჯახებისთვის მედელების გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების“ განხორციელებას.

აშშ-მ და ისრაელმა შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, მისი ოჯახის წევრები და არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს. მას შემდეგ  ისრაელის სამხედრო ძალებმა თეირანზე ახალი იერიშები განახორციელეს.

ისრაელმა ასევე რამდენიმე დარტყმა განახორციელა ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე და გააფრთხილა მოწინააღმდეგე, რომ სამხედრო ოპერაციები არ დასრულდება მანამ, სანამ საფრთხე სრულად არ „აღმოიფხვრება“.

ლიბანის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბეირუთის ასობით მცხოვრები იძულებული გახდა თავშესაფრებში გადასულიყო.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს აშშ-ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს, „განზრახ“ იყო მიღებული და დასძინა, რომ მის მთავრობას „არ სჯერა რეჟიმის ციდან შეცვლის“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები