პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მოუწოდა ირანელებს, მეჩეთებსა და ქუჩებში შეიკრიბონ, რათა „მტრის ბოროტი გეგმები ჩაშალონ“

GUARDIANGE –  ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და მოუწოდა ირანელებს, მეჩეთებსა და ქუჩებში შეიკრიბონ, რათა „მტრის ბოროტი გეგმები ჩაშალონ“.

ირანის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების, განსაკუთრებით კი მსოფლიოს ყველა შიიტის წინააღმდეგ ომის გამოცხადებად“ შეაფასა.

„უზენაესი ლიდერის მოწამეობრივი სიკვდილი კრიმინალური ისრაელისა და ამერიკის ხელით ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო“, – თქვა ფეზეშქიანმა.

„მაგრამ, როგორც ღმერთი ყურანში ამბობს, წინასწარმეტყველები და ლიდერები მოდიოდნენ იმისათვის, რათა მსოფლიოს ხალხისთვის გამოღვიძება, თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა მოეტანათ და მათი წასვლით ეს გზა ნამდვილად არ დარჩება მიმდევრების გარეშე.“

„ამერიკამ და ისრაელმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ქმედება მათ მხოლოდ დამცირებას მოუტანს“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა, რომელიც კვირას ჩამოყალიბებული დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს სამი წევრიდან ერთ-ერთია, განაცხადა, რომ საბჭომ „დღეს დაიწყო მუშაობა“ და „ძლიერად გააგრძელებს იმამის და ძვირფასი ლიდერის გზას“, რადგან ირანის შეიარაღებული ძალები „განაგრძობენ მტრების ბაზების განადგურებას“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები