„მაღალი პასუხისმგებლობისა და დისციპლინის გარეშე სკოლაში ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დადგეს“ – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი  

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი ერთ-ერთ ნომერ პირველ ამოცანად სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას მიიჩნევს და იმედს იტოვებს, რომ პროცესი მალე დაიწყება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა

„დაპირებები არის, ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდში მაინც უნდა დაიწყოს ჩვენი სკოლის კაპიტალურად გარემონტება. სკოლა საკმაოდ დიდი მოცულობისაა და სარემონტო სამუშაოებს ალბათ 2 წელი მაინც დასჭირდება. თანამედროვე სკოლას უნდა ჰქონდეს სპორტული დარბაზი, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, მოკლედ, უნდა შეიქმნას შესაბამისი სასკოლო გარემო. ბოლო წლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. მჯერა, სახელმწიფო ეტაპობრივად, ყველა სკოლას გაარემონტებს“, –  უთხრა GUARDIANGE-ის ისმაილ ფარაჯოვმა, რომელიც არაფლოს საჯარო სკოლას 33 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

„შეკითხვაზე – თუ რა არის ყველაზე მთავარი დირექტორის წარმატებული საქმიანობისთვის – ისმაილ ფარაჯოვმა ასე უპასუხა:

„მაღალი პასუხისმგებლობა, მაღალი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, დისციპლინა. სკოლის ხელმძღვანელისთვის ეს ისეთ რამეს წარმოადგენს, რომ ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. დირექტორზე ბევრი რამაა დამოკიდებული და თუ მას პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა არ აქვს და თუ ის ვერ ამყარებს სკოლაში დისციპლინას, ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დადგეს“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორის ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის სკოლაში 290 მოსწავლე ირიცხება, მათგან აზერბაიჯანულენოვან სექტორზე 210 ხოლო ქართულენოვან სექტორზე 80 მოსწავლე სწავლობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

როგორც GUARDIANGE-ის ისმაილ ფარაჯოვმა განუცხადა, გასულ სასწავლო წელს კურსდამთავრებულთა დაახლოებით 70%-მა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა. დირექტორის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზარდია იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

„შედარებაც კი არ არის 10-15 წლის წინანდელ პერიოდთან. ბავშვები თავად არიან მოწადინებული, რაც შეიძლება უკეთესად ისწავლონ ქართული ენა, პედაგოგებიც მაღალკვალიფიციური გვყავს. ის ფაქტი, რომ ქართულ სექტორზე 80 ბავშვი ირიცხება, იმაზე მეტყველებს, რომ ახალ თაობაში ქართული ენის სწავლის ინტერესი გაზრდილია. ამაში გარკვეულ როლს ისიც თამაშობს, რომ ახალგაზრდა  მშობლების დიდმა ნაწილმა უკვე იცის ქართული ენა, ისინი სთხოვენ თავიანთ შვილებს, რომ კარგად ისწავლონ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რადგან ეს მათი წარმატების გარანტიას წარმოადგენს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

დღეს უკვე სამსახურებში ქართული ენის კარგად ცოდნის გარეშე არავის იღებენ. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ამ ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო, სახელმწიფო ენის კარგად ცოდნაა. სკოლა რა თქმა უნდა აძლევს მათ გარკვეულ ცოდნას, მაგრამ უნივერსიტეტებში „4+1 პროგრამის“ წყალობით სტუდენტები კიდევ უფრო მეტად იმტკიცებენ თავიანთ ცოდნას, ქართულენოვან გარემოში ყოფნაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენის შესწავლისას. მოკლედ, სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობს ეთნიკურ ჯგუფებს იმისათვის, რომ სრულად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში, მადლობის მეტი რა გვეთქმის“, – უთხრა GUARDIANGE-ის ისმაილ ფარაჯოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორი მიესალმება დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას და სასწავლო პროცესისას მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები

„სასკოლო ფორმების შემოღება დაგვიანებულად კი მეჩვენება და ჩემი სურვლია, ეს მაღალ კლასებშიც დაინერგოს და ალბათ ასეც იქნება. ფორმაში ბავშვი უფრო მოწესრიგებულია, რადგან სხვა ვალდებულებას გრძნობს სკოლისადმი. რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს, სასწავლო პროცესის პერიოდში ჩვენ მათი გამოყენება ახლაც აკრძალული გვაქვს“, – აღნიშნა ისმაილ ფარაჯოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

GUARDIANGE-ის სტატია სათაურით – „უნდა ვიცოდეთ ქართული, აბა როგორ? იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ქართველების სამშობლოა“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე ამილ საფაროვი – წაიკითხეთ ბმულზე

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში 2026 წლის 17 თებერვალს

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

 

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები