„უნდა ვიცოდეთ ქართული, აბა როგორ? იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ქართველების სამშობლოა“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე ამილ საფაროვი

GUARDIANGE – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს ქართული ენა. თავად ამილი საკმაოდ გამართულად საუბრობს ქართულად. მისი სურვილია, თბილისში სწავლის გაგრძელებისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს და მათემატიკის მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი

„ორი წლის წინ ქართული ენის კურსზეც დავდიოდი. ძალიან კარგი მასაწავლებელი მყავდა, აინური, რომელიც მეზობელ სოფელ დაშტაფაში ცხოვრობს. სკოლაში სწავლის პარალელურად მასთან დავდიოდი დაშტაფაში, რომ უკეთ მესწავლა ქართული. სკოლაშიც ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავს ქართულის, ელისო მასწავლებელი. აქ ორი სექტორია, აზერბაიჯანული და ქართული, მე აზერბაიჯანულ სექტორზე ვსწავლობ, მაგრამ ბევრს ვშრომობ, რომ კარგად ვიცოდე ქართული ენა.

„უნდა ვიცოდეთ ქართული, აბა როგორ? იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ქართველების სამშობლოა და არა აზერბაიჯანელების, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ქართული, რომ ვილაპარაკოთ, ვიმუშაოთ ქართველებთან ერთად ამ ქვეყანაში“, – უთხრა GUARDIANGE-ის ამილ საფაროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი (შუაში), ამავე სკოლის მე-9 კლასელი ელნურ ასკეროვი (ხელმარცხნივ) და ასევე, მე-9 კლასელი სამირ ასკეროვი (ხელმარჯვნივ)

ამილ საფაროვს საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მამამისს, რომელმაც პატარაობიდანვე იმდენად შეაყვარა მას ეს საგანი, რომ მათემატიკის მასწავლებლობის სურვილი გაუჩინა.

„მინდა მათემატიკის მასწავლებელი გამოვიდე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მათემატიკა, ძალიან საინტერესოა მათემატიკა. როცა პატარა ვიყავი, მამაჩემი ყოველდღე ამოცანებს მაძლევდა და მე ვპასუხობდი. ამ დროიდან მათემატიკა ძალიან შემიყვარდა. მინდა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლო და მათემატიკის მასწავლებელი გავხდე, შემდეგ უნდა დავბრუნდე აქ, ამ სოფელში და მასწავლებლად დავიწყო მუშაობა, რადგან ეს ჩვენი სოფელი და ჩვენი სკოლაა და მინდა მომავალი თაობისთვის მეც რაღაც გავაკეთო“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ამილ საფაროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი (ხელმარჯვნივ), ამავე სკოლის მე-9 კლასელი ელნურ ასკეროვი (ხელმარცხნივ)

შეკითხვაზე – რამდენად გაქვთ ურთიერთობა მარნეულის ქართული სკოლების თანატოლებთან? – ამილ საფაროვმა უპასუხა, რომ პირადად მას მუდმივი კონტაქტი აქვს ქართველებთან, რადგან რამდენიმე წელია, რაც შულავერში კრივზე დადის და ბევრი ქართველი მეგობარი გაიჩინა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი (ხელმარცხნივ), ამავე სკოლის მე-9 კლასელი სამირ ასკეროვი (ხელმარჯვნივ)

„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რადგან კრივზეც დავდივარ მეზობელ სოფელ შულავერში, უკვე 4-5 წელია, და იქ ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინე. საქართველოს ჩემპიონატშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული შარშან, ზესტაფონში, სადაც მეორე ადგილზე გავედი. სამწუხაროდ, პირველი ადგილი ვერ დავიკავე“, – უთხრა GUARDIANGE-ის ამილ საფაროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სამირ ასკეროვი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელნურ ასკეროვი

არაფლოს მე-9 კლასის მოსწავლე ამირ საფაროვი და მისი თანატოლები – სამირ და ელნურ ასკეროვები იმის გამო წუხან, რომ სკოლაში სპორტული განვითარებისთვის შესაბამისი გარემო არ არის და სასურველია თანამედროვე სტადიონი და სპორტდარბაზი გაკეთდეს.

„პირველი უნდა ვთქვა ის, რომ ჩემთვის პრობლემა ის არის, რომ ბავშვებს სკოლაში ტელეფონები დააქვთ, ეს არ მომწონს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა

„ასევე, სკოლები გარემონტებული უნდა იყოს, რადგან მოსწავლეებს ნორმალურ პირობებში უნდა ჰქონდეთ სწავლის საშუალება, გვინდა სპორტდარბაზი, სტადიონი. მაგალითად, ჩვენი სტადიონი ახლა კარგ მდგომარეობაში არაა. სხვა მხრივ, სწავლისთვის ცუდი გარემო არაა, მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახები და მთლიანად სკოლა გაურემონტებელია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ამილ საფაროვი

მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ მოსწავლეს სწავლა თუ უნდა, მაინც ისწავლის, თუგინდ ასეთ პირობებშიც“, – თქვა ამილ საფაროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სამირ ასკეროვი

ამილ საფაროვის თანაკლასელმა სამირ ასკეროვმა აღნიშნა, რომ მისთვისაც ძალიან სასიამოვნოა ქართული ენის სწავლა და თავადაც დამატებით ემზადებოდა ქართულში, რადგან სწავლის გაგრძელება მასაც თბილისში სურს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები