ლადო კახაძე თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების შესახებ: „აქ არ იქნება შთანთქმა… ჩვენ გვყავს ორი ლაინერი, ამ დიდი ლაინერების ცალ-ცალკე ცურვის მაგივრად, კატამარანი იქნება“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთაინების იდეას ემხრობა და მიიჩნევს, რომ ეს „არ იქნება შთანთქმა“.

„აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე – ცოდნის, მეცნიერების, განათლების. ეს არის დიდი ოკეანე. ჩვენ გვყავს ორი ლაინერი. მოხდება, ამ დიდი ლაინერების ცალ-ცალკე ცურვის მაგივრად, კატამარანი იქნება, ერთი დიდი, ამ მიზნის მისაღწევად, ორ დიდ ფუნდამენტზე ერთმანეთის გადებული ხიდით ერთად სიარული“, – განაცხადა პარლამენტში ლადო კახაძემ [სტილი დაცულია].

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები