დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „სავალალო საკადრო პოლიტიკა“ უნდა დასრულდეს

„ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში მყოფმა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ „სავალალო საკადრო პოლიტიკაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, ხოლო „ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება“.

„გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, ზოგი შეურაცხყოფილიც დარჩა, ზოგი აღარც არის. დღეს ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება. უფრო მეტიც, ასეთი ხალხი ზოგჯერ პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ, მათი რისკ-ფაქტორი ზოგჯერ პირადი ნაცნობობით ინიღბება, ეს უნდა დასრულდეს, ასეთ კადრებს სიკეთე არასოდეს არ მოაქვთ. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და შეცდომებს ვხედავთ დღესაც“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები