Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს მარია თეოდორუსს (Maria Theodorou), რომელმაც თავდაცვის ახალი ატაშე წარადგინა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფანოს ლიკოპულოსს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. 

საქართველოს თავდაცვის პირველმა მოადგილემ საბერძნეთის წარმომადგენლებთან ორმხრივის გარდა მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ბერძენი სამხედროების მონაწილეობის საკითხსაც. 

ლელა ჩიქოვანმა მარია თეოდორუსს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები