Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ქუთაისში მდებარე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და დასავლეთის სარდალთან ერთად, დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიხსნა სასადილო, რომელიც სრულად გარემონტდა და აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საინჟინრო კომუნიკაციებს, მოეწყო შიდა გზები და სამწყობრო მოედანი. 

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები