ვვარაუდობ, რომ ახლა ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
გერმანული მედიის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა დაგმო ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და მას „არაპროპორციული“, „სასტიკი“ უწოდა.
„რეჟიმი ძალაუფლებას მხოლოდ ძალადობით თუ ინარჩუნებს, მაშინ ის, ფაქტობრივად, დამთავრებულია. მჯერა, რომ ახლა ამ რეჟიმის ბოლო დღეებისა და კვირების მომსწრენი ვართ. მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი ხალხი და არ დაემუქროს მათ“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

