გერმანიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-გერმანიის ურთიერთობების არასტაბილურობით შეშფოთებულია

გერმანიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-გერმანიის ურთიერთობების არასტაბილურობით შეშფოთებულია.

როგორც გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა, ის ღრმად შეშფოთებულია გერმანიას, ევროპასა და შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობების არასტაბილურობით.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანი შეშფოთება“ აქვს ვაშინგტონთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

კლინგბეილმა აღნიშნა, რომ „დისკუსიები სულ უფრო რთული ხდება, განსხვავებები კი უფრო იზრდება“.

„თუ ევროპა და აშშ ერთმანეთს დაშორდებიან, ეს მსოფლიოსთვის ცუდი იქნება“, – აღნიშნა კლინგბეილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები