აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც ბიზნესი აკავშირებს ირანთან, შეერთებულ შტატებთან ბიზნესურთიერთობისას 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება.
„აღნიშნული წუთიდან ძალაში შედის შემდეგი: ყველა ქვეყანა, რომელიც ირანთან აკეთებს ბიზნესს, გადაიხდის 25-პროცენტიან ტარიფს ამერიკასთან ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობისას. ეს განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია“, – წერს ტრამპი.

