Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა და არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის ამ სისასტიკეს

GUARDIANGE – თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე განაცხადა, რომ ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა და არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება.

„ჩვენ ვმუშაობთ ახალ მექანიზმებზე, რომლებიც ყველა ადამიანის უსაფრთხოების გარანტი იქნება, განურჩევლად მუსლიმის, ქრისტიანისა თუ ებრაელისა. თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება უზრუნველყოფს ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი მუდმივი მშვიდობისკენ გადასადგმელი ნაბიჯების განხორციელებას. ჩვენი მცდელობები, საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას, გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 10 თვითმფრინავი ამ დროისთვის უკვე გაგზავნილია ღაზაში და პირობების შესაბამისად, ახალი ტვირთები ისევ გაიგზავნება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები