მიხეილ სააკაშვილი: მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია

„მთავარი პროკურორი რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს ქილერად გამოაცხადეს. როგორც ჩანს, ქილერის გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს.

ჩემ მიერ საქართველოდან ამოძირკვული ФСБ-ს კონტროლირებული კრიმინალური სამყარო ივანიშვილმა მთლიანად დააბრუნა. აბა სხვას რას უნდა მოელოდე ოთარ კვანტრიშვილის, რუსეთის „იმერეთის მაფიის“ ფულით გამდიდრებულისგან.

სხვათა შორის, FBI-მ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ გაგვაფრთხილა, რომ ამ აქციების უკან იდგნენ უსოიანი და სხვა ქართველი ქურდები და სწორედ „7 ნოემბრის“ საქმეზე შემითითხნა ფარცხალაძემ ერთ-ერთი ბრალი.

მე კი გაფრთხილებით თავის დროზე 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი.

მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია და ახლა ამ სტატუსს წერს“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები