ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილე: ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს წევრები არტავაზდ ტონოიანი, გიორგი ზმოიანი, არუთიუნ ოგანესიანი, გევორგ ისოიანი, არნაკ ჰახვერდიანი, დავიდ დურგარიანი განძისა და სათხის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მერის წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრებმა არტავაზდ ტონოიანმა, არუთიუნ ოგანესიანმა, გევორგ ისოიანმა, არნაკ ჰახვერდიანმა, დავიდ დურგარიანმა ადგილობრივ მოსახლეობას დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გააცნეს.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.