აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავალებით, აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა ნიუ ორლეანში არალეგალი მიგრანტების დაკავების ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაციის სამიზნეები იქნებიან კრიმინალები, რომლებიც ადგილობრივი საპატიმროებიდან ქალაქის იმ პოლიტიკის გამო გათავისუფლდნენ, რომელიც ფედერალურ საიმიგრაციო სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას ზღუდავს.
მანამდე, პრეზიდენტის დავალებით, არალეგალი მიგრანტების დაკავების ოპერაციები ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში ჩატარდა.

