ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილე: ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს წევრები სედა დარბინიანი, არტავაზდ ტონოიანი, გარუშ არზუმანიანი, ეკა ანთაძე, არამ ბაღდასარიანი, მარინე ზალალიანი ნინოწმინდის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და ქალაქში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ნინოწმინდის მერის წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი წარუდგინეს.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ქალაქში არსებულ პრობლემებსაც გაეცნენ.