Wednesday, April 2, 2025
13.8 C
Tbilisi

ლანჩხუთში ქალებს ხელისა და ფეხის ლიმფოდრენაჟის აპარატები საჩუქრად გადასცეს

კომპანია “მედიკ ჯორჯიამ“  ა(ა)იპ “ონკოქეა ჯორჯიას“ ქალბატონებს ხელისა და ფეხის ლიმფოდრენაჟის აპარატები საჩუქრად გადასცა.

შეხვედრა “ონკოქეა ჯორჯიას“ ოფისში შედგა, რომელსაც ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერიკო კვირკველია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღანელი ირმა კეშელავა   ესწრებოდნენ, რომლებმაც ესთეთიკისა და სამედიცინო  ხაზის იმპორტიორ კომპანიას მადლობა გადაუხადეს  მხარდაჭერისთვის.

“გადავწყვიტე დავხმარებოდი მათ  და იმედი მაქვს ეს დიდი დახმარება და თანადგომა იქნება კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის და არა მარტო მათთვის. რომ არა სახელმწიფოს გვერდით დგომა და მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. სიკეთე გადამდებია და იმედი მაქვს, ქველმოქმედება მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა კომპანია ,,მედიკ ჯორჯიას“  ხელმძღვანელმა რუსუდან დონაძემ.

“ონკოქეა ჯორჯიაში“, რომელსაც მზია კვირკველია ხელმძღვანელობს, 32 წევრია გაწევრიანებული. ისინი ძირითადად ონკოპაციენტები არიან. მათ მადლობა გადაუხადეს რუსუდან დონაძესა და ეკატერინე გუჯაბიძეს ჩართულობისთვის. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის მხარდაჭერას “ონკოქეა ჯორჯიას“ საქმიანობაში.

ორგანიზაციის ოფისი დეკანოზმა დავით წულაძემ აკურთხა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები