1-ელ დეკემბერს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები დაიწყო.
პროცესის მიმდინარეობას თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გაეცნენ.
გარდა თბილისისა, საგამოცდო ცენტრი გახსნილია ქალაქ ქუთაისშიც. კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მითითებულია საგამოცდო ბარათზე. ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს მასზე მოცემულ ინფორმაციას და დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში.
გამოცდები 3 დეკემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობის სურვილი 700-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

