Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

ნეთანიაჰუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს და ამბობს, რომ „ომის დროა“

GUARDIANGE – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების შესრულებაზე და განაცხადა, რომ ეს იქნება „ჰამასისადმი დანებება“. თელ-ავივში საუბრისას ნეთანიაჰუმ ბიბლია დაიმოწმა და განაცხადა: „ეს არის ომის დრო“.

გაეროს დახმარების სააგენტოებმა კი, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაიმეორეს მოწოდებები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. Unicef-ის განცხადებით, ღაზაში მდგომარეობა საათობრივად უარესდება და „ამ ბოლო ესკალაციის ნამდვილი საფასური ბავშვების სიცოცხლეში იქნება გაზომილი“.

ისრაელი ღაზას 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, დღემდე ისრაელის 1400 მოქალაქე დაიღუპა და 239 ადამიანი მძევლად არის აყვანილი. ღაზაში ბაზირებული „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო დაბომბვების დაწყების შემდეგ 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემებით კი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთაგან 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი იყო, დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, ხოლო 9 დაკარგულად ან დაპატიმრებულად ითვლება.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები