სომხეთის პარლამენტის სპიკერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს პასუხობს: ისტორიულ კვლევაში ჩაღრმავების შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ვინმემ სამშობლო ალთაიში იპოვა

ისტორიულ კვლევაში ჩაღრმავების შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვინმემ სამშობლო ალთაიში იპოვა, – ასე ეხმაურება სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ მეფის რუსეთის მიერ გამოცემულ რუკებზე, სომხეთის ტერიტორიაზე ტოპონიმების უმრავლესობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა.

„ამაზე დასამატებელი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება არსებულ ლოგიკას არ შეესაბამება, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ის შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. არ მინდა მისი შიდა აუდიტორიისთვის პასუხის გაცემა“, – აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ძველ რუკებზე სევანის ტბა არ არის მითითებული, არამედ გოიჩას ტბაა ნაჩვენები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები