ბელგიის თავდაცვის მინისტრის მუქარას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ეხმაურება და ბელგიას გაქრობით ემუქრება.
„ვულოცავ რუსეთის ყველა მეგობარს (განსაკუთრებით ბელგიის თავდაცვის იმბეცილ მინისტრს) ბირთვული წყალქვეშა დრონის „პოსეიდონის“ წარმატებით გამოცდას. „ბურევესტნიკისგან“ განსხვავებით, „პოსეიდონი“ შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილ განკითხვის დღის იარაღად“, – წერს დიმიტრი მედვედევი, X-ზე და კომენტარების ველში ამატებს: „ბელგია გაქრება…“
„თუ პუტინი გადაწყვეტს ბრიუსელისკენ არაბირთვული რაკეტის გაშვებას და NATO-ს გულს დაარტყამს, ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“, – განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი თქვა, რომ რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოსცადა.

