დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
1. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს შორის 2025 წლის 01 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

