რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს: სამარცხვინოა, რომ ნიკო ფიროსმანი და ზაქარია ფალიაშვილი გააქრეთ ქართული ფულის ისტორიიდან, დააბრუნეთ სასწრაფოდ!

„ლარის შემოღებიდან 30 წლისთავზე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ეროვნულ ბანკს: სამარცხვინოა, რომ ნიკო ფიროსმანი და ზაქარია ფალიაშვილი გააქრეთ ქართული ფულის ისტორიიდან. სასწრაფოდ გაუშვით მიმოქცევაში თუნდაც შეზღუდული რაოდენობით.

ვერასდროს ვიფიქრებდი, როდესაც ლითონის ერთლარიანი და ორლარიანი შემოვიღე, რომლითაც მილიონობით ლარი დავუზოგე ქვეყანას და დაიზოგება მომავალშიც, სანამ ლარი იარსებებს( ბევრია მარაგებში), რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ადამიანები და შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ბანკნოტებს ამოიღებდნენ მიმოქცევიდან. ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა.

დააბრუნეთ სასწრაფოდ!“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები