რომან გოცირიძე: შავი დღე დაადგებათ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს

„გუშინ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს უფროსმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას. როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა 2024 წლის ფინანსური ანგარიში და აღმოჩნდა, რომ კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში დაუგროვდა ვალი 120 მილიონი ლარის ოდენობით, რაც არის შავი ფული, რითაც იგი ფინანსდება, მასაც მიაქცევენ ყურადღებას. ეს ფული ზესტაფონელი და ჭიათურელი მშრომელი ადამიანებისათვის მოპარული ფულია, ვინაიდან რუსთავი 2 „ჯორჯიან მანგანეზიდან“ ოფშორებში გატანილი ფულით ფინანსდება.

არ არის გამორიცხული, შემდეგი ნაბიჯი იმ ქართული აუდიტორული ფირმების დასანქცირება იყოს, რომლებიც ხელს აფარებენ ამ ტელეკომპანიების დაფინანსების დანაშაულებრივ სქემებს.

რას ნიშნავს „ტვ იმედის“ დასანქცირება:

-გაეყინება საბანკო ანგარიშები, ვერ შეძლებს საერთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებას, ლეგალურად ვერ გადაიხდის სატელიტური სიგნალის მომსახურების ფულს, ვერ ეყოლება საკუთარი კორესპონდენტები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვერ შეიძენს ტექნიკას და სხვა საქონელს საზღვარგარეთ.

-წარმოექმნება პრობლემები რეკლამების გაყიდვისას.

-გაურთულდება მომუშავეთათვის ხელფასების დარიგება.

ამ სირთულეების გადასალახავად მოუწევს შავი, შემოვლით სქემების ამუშევება, რაც არ არის ადვილი, რადგან სხვებსაც ჩააყენებს დარტყმის ქვეშ ან ამ სქემებით მომსახურებაზე თავად კომპანიები იტყვიან უარს( მაგალითად, სატელიტური სიგნალის გავრცელებიდ ან ვებგვერდის მომსახურების დროს).

მოკლედ, შავი დღე დაადგებათ პროპაგანდისტულ არხებს. ეს მათი პარალიზების ტოლფასია. შავი ფულის შეტანაც გაუჭირდებათ ტელეკომპანიის ანგარიშებზე.

თუ ეს მართლაც მოხდა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება „ოცნების“ რუსული რეჟიმისათვის“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები