[ვიდეო] პაატა ბურჭულაძე: აი, ნახავთ, სპეცრაზმელები გადმოვლენ ჩვენს მხარეს, როცა ჩვენ აქ დეკლარაციას მივიღებთ

სპეცრაზმელები გადმოვლენ ჩვენს მხარეს. აი, ნახავთ თქვენ. იმის მერე, რასაც ჩვენ აქ დეკლარაციას მივიღებთ, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, იმის მერე ესენი იქნებიან ჩვენთან ერთად, – აღნიშნული განცხადება „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„მესიამოვნა ბატონებო, რომ მე აქედან ხელი ვანახე აი ასე და ისინიც [სპეცრაზმელები] მოგვესალმნენ. არ უნდა ამ ხალხს ჩვენთან ომი და ძალით აძალებენ. არა უშავს, ესენი გადმოვლენ ჩვენს მხარეს. აი, ნახავთ თქვენ. იმის მერე, როცა ჩვენ აქ დეკლარაციას მივიღებთ, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, იმის მერე ესენი იქნებიან ჩვენთან ერთად, თუმცა ახლაც ჩვენთა ერთად არიან, სიმართლე რომ ვთქვათ.

„აღარ აქვს აზრი რამდენ სპეცრაზმელს მოიყვანენ, ხალხი გამოდის გარეთ, ხალხს უნდა თავისუფლება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ არ ვეკითხებით რამეს, ჩვენ თვითონ ვიღებთ ხელისუფლებას ხელში და აი, ეს ბიჭები იქნებიან ჩვენთან ერთად, აი, ნახავთ… დღეს ალბათ შეატყვეთ ბიძინა ივანიშვილს სახეზე, რა ეტყობოდა, ის უკვე, აღარ ვიტყვი იმ სიტყვას, როგორიც იყო, ამიტომაც ასე იქნება, დღეიდან საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, უფრო სწორად 4 საათის მერე, 4-ამდე კიდევ ესენი არიან, ხუნტა არის დ ა მიტომ ჩენ ვიყოთ მობილიზებულად 4-ამდე, გამოვიდეთ გარეთ, ყველანი ქუჩაში, რაც მეტი ვიქნებით, უფრო ადრე მოვრჩებით ამას“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები