ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა „ტრამპის მარშრუტის“ სწრაფი განხორციელების უზრუნველსაყოფად

აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა „ტრამპის მარშრუტის“ სწრაფი განხორციელების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ კომუნიკაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ მარშრუტი, რომელიც „შუა დერეფნის“ შემდეგი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო რგოლის როლს შეასრულებს, გააფართოებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების კეთილდღეობას, ასევე მათ ინტეგრაციას მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში.

ალიევის განცხადებით, „ტრამპის მარშრუტს“ ასევე აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი სამომავლოდ ენერგიის ტრანსპორტირების, ელექტროენერგიის ექსპორტის, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გასაყვანად.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები