ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდამდე მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა სასოფლო გზასთან ერთად, სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მოხდება.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც, 3,413კ/მ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა და წყალარინები დამონტაჟდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 270 822 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები