აშშ-ის პენსილვანიის შტატში შეიარაღებულმა პირმა 3 პოლიციელი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის იორკის ოლქში შეიარაღებულმა პირმა სამი პოლიციელი მოკლა, ორი კი დაჭრა. სროლაში ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც ჯერ არ გახმაურებულა, ლიკვიდირებულია.

იორკის საავადმყოფოს ცნობით, დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.

პოლიციელებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ჩხრეკაზე მივიდნენ.

შტატის პოლიციის კომისრის, პოლკოვნიკ კრისტოფერ პარიზის განცხადებით, შეიარაღებულ პირსა და პოლიციის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიციელები სხვა დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებდენ.

პენსილვანიის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ, მომხდარს „ტრაგიკული და გამანადგურებელი დღე“ უწოდა იორკის ოლქისა და შტატისათვის და დაღუპული პოლიციელების ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება გასცა.

შაპირომ თქვა, რომ ოთხშაბათს დაღუპული პოლიციელების ოჯახებთან ერთად იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მწუხარებას განიცდიდნენ, მათ დრო დაუთმეს, რომ ეთქვათ თუ „როგორი ამაყები არიან თავიანთი საყვარელი ადამიანების გამო, რომლებმაც უნიფორმა ჩაიცვეს ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები