ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რობერტ რედფორდი იუტას შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მსახიობი ცნობილი იყო ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969), „პრეზიდენტის ყველა გარემოცვა“ (1976), „კონდორის სამი დღე“ (1975) და სხვა.
რობერტ რედფორდს, როგორც რეჟისორს, ფილმისთვის „ჩვეულებრივი ადამიანები“ (1980) „ოსკარი“ აქვს აღებული. იგი ცნობილი იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერითაც.

