ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი საკითხი განიხილა

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი,  საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო ორი საკითხი:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
  2. მდგრადი განვითარების მიზნების ნინოწმინდის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები